Posts

Showing posts from February, 2019

მასწავლებლის ეთიკის კოდექსი

ეთიკის კოდექსის სტრუქტურა/მასწავლებლის ქცევის წესები მუხლი 3. პროფესიული კომპეტენტურობა 1. მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. 2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით. 3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას. 4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს. 5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად. 7.  მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით...

ჩემს მიერ შექმნილი რესურსები

ცხოვრებისეული ამოცანები https://app.vyond.com/videos/88e7eafa-e8b0-46c7-b776-ac9699a86a გეომეტრიული ფიგურე https://app.vyond.com/videos/d06db996-7dca-4171-9df1-70722f8d6ce1 ბი

კედლის გაზეთები

Image
                                                             

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

მასწავლებლის  პროფესიული სტანდარტი თავი I ზოგადი დებულებანი  მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი  1. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ3“ ქვეპუნტის შესაბამისად, განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და ვალდებულებებს; სტანდარტში წარმოდგენილი მოთხოვნები საერთოა ყველა მასწავლებლისათვის.  2. სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ის ვრცელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ყველა სახის მასწავლებელზე, გამოიყენება მასწავლებლობის მსურველის კომპეტენციების განსაზღვრისა და შეფასებისთვის.  3. სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის საფუძველი .  მუხლი 2. სტანდარტის სტრუქტურა  1. სტანდარტი შედგება 3 ნაწილისგან:  ა) პროფესიული მახასიათებლები;  ბ) სასწავლო პროცესის მართვა  გ) პროფესიული გა...